მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1 ნოემბერს „ეტალონის“ ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ჩოხატაურის მინიციპალიტეტის შუა ამაღლების საჯარო სკოლას, დირექტორის სამსონ ჯიბუტის სპეციალური მიწვევით ესტუმრა.
მან სკოლის დირექტორს სამსონ ჯიბუტს, საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე, სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-პოპულარიზაციისთვის, სამახსოვრო სიგელი გადასცა. ასევე, „ეტალონის“ წარმატების სერტიფიკატები გადაეცათ პირველი ეტაპის ტესტირებაში მონაწილე იმ მოსწავლეებს, ვინც წარმატტებით გადალახა 51 ქულიანი ბარიერი.
გოჩა ტყეშელაშვილმა ჩოხატაურის რესურსცენტრის უფროს შორენა სიხარულიძესთან ერთად, სკოლის გასახდელები, საშხაპეები და 120 ბავშვზე გათვლილი სპორტული დარბაზი მოინახულა. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია.
ამის შემდეგ, სკოლის დირექტორის ორგანიზებით, სპორტული ღონისძიება მოეწყო. მასში პატარებთან ერთად, უფროსებმაც მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრა სამახსოვრო ფოტოსურათების გადაღებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ შუა ამაღლების საჯარო სკოლა ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა. სკოლას 99 მოსწავლე ჰყავს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება