მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
26 ოქტომბერს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ა(ა)იპ. ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორ გიორგი ფიფიასა და პარტნიორი ორგანიზაციის შპს. საქართველოს, ევროპული განათლების აკადემიის დირექტორ სერგო ჭიჭაღუას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, მხარეებმა ხელი მოაწერეს.
მხარეთა თანამშრომლობის მიზანია:
2.1. საქართველოს ა(ა)იპ ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრმა მემორანდუმის ფარგლებში აკადემიის სახელით განახორციელოს საპროფორიენტაციო, სარეკლამო, საქმიანობა აკადემიის კონტრაქტორი უკრაინის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის კონკრეტულად: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ზაპოროჟიეს ეკონომიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტში და საერთაშორისო კოლეჯში საერთაშორისო ეკონომიკურ ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სახელით ხელი შეუწყოს აბიტურიენტთა მოზიდვას, დოკუმენტების მომზადებას, უნივერსიტეტისა და კოლეჯის დებულებების შესაბამისად და წარმოადგინოს ევროპული განათლების აკადემიის ზუგდიდის კამპუსში, რომელიც არის უნივერსიტეტის ექსკლუზიური პარტნიორი და კონტრაქტორი მხარე საქართველოსა და კავკასიაში.
2.2.აბიტურიენტები მოზიდულ იქნას:
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ზაპოროჟიეს ეკონომიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტში და საერთაშორისო კოლეჯში საერთაშორისო ეკონომიკურ ჰუმანიტარული უნივერსიტეტში შემდეგ სპეციალობებზე:
2.3.საქართველოს ა(ა)იპ ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრს დაეკისროს სრული პასუხისმგებლობა ევროპული განათლების აკადემიის სახელით ამავე მემორანდუმის მე 2-ე პუნქტის 2.1; 2.2; ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის შესრულების სისწორეზე.
2.4.საკონსულტაციო ბაზა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის, ზაპოროჟიეს ეკონომიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტის და საერთაშორისო კოლეჯის საერთაშორისო ეკონომიკურ ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ოფიციალური ექსკლუზიური პარტნიორის საქართველოსა და კავკასიაში ევროპული განათლების აკადემიის მდებარეობს შემდეგ
მისამართზე ქ.თბილისი რამაზ შენგელიას ქ. №7; აკადემიის კამპუსი ზუგდიდში მეუნარგიას ქ.N16
გარდა ზემოაღნიშნული საქმიანობისა მემორანდუმის ფარგლებში აკადემია საქართველოს ა(ა)იპ ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრთან ერთად ითანამშრომლებს და განახორციელებს შემდეგ მნიშვნელოვან პროექტებს
ახალგაზრდობის,განათლებისა და კულტურის ცენტრი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის უმთავრესი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა,მათი ცნობიერების ამაღლება და განათლებისა და კულტურის კუთხით გაძლიერება, შესაბამისი საგანმანათლებლო-საკონსულტაციო საქმიანობის წარმართვა და აღნიშნული მიმართულებით პროექტების განხორციელება.
3.მემორანდუმის ფარგლებში საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებია:
3.1.სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
3.2.საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა, კულტურული, ინტელექტუალური, სახელოვნებო და სხვადასხვა სასწავლო წრეების შექმნა და ახალგაზრდებისათვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება;
3.3.ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა, თანასწორობის, რელიგიური შემწყნარებლობის, ტოლერანტობისა და მშვიდობის ხელშეწყობა;
3.4.თანამშრომლობა სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ; სკოლებთან, ფონდებთან ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
3.5.მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღებამდე.
3.6. მემორანდუმი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად და ინახება მხარეებთან.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა