მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის ხცისის საჯარო სკოლა 2019-2020 სასწავლო წლიდან პროგრამაში - „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის“ არის ჩართული.
პროგრამის ფარგლებში, ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოხალისე ფილიპ ფურიფოის ქართული იმიტირებული სოფელი ანახეს.
„შემოდგომა თავისი ფერთა პალიტრით ყველაზე გამორჩეული სეზონია. წითელი, ყვითელი, მწვანე ისე ერევა ერთმანეთს, თითქოს მხატვარს თავისი მადლიანი ფუნჯი მოუსვავს ტილოზე.
ხცისის სკოლა ახალი სასწავლო წლიდან ჩაერთო პროგრამაში „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის“, მოხალისე ფილიპ ფურიფოი ძალიან შეიყვარეს ბავშვებმა. გადავწყვიტეთ ფილიპისთვის გვეჩვენებინა, როგორია ქართული სოფელი შემოდგომაზე.
სულ რაღაც ორ დღეში სკოლის დირექტორის ლელა ქვრივიშვილის ინიციატივით, პედაგოგების ორგანიზატორობით, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით და მშობელთა მხარდაჭერით შევძელით იმიტირებული სოფელი მოგვეწყო, თავისი ტრადიციული საწნახელით, სადღობით, თიხის და თუჯის ჯამ-ჭურჭლით, ოდით, წნელის ღობეებით, რომლებიც ჩვენი ბავშვებისთვისაც სიახლე აღმოჩნდა.
მოსწავლეებთან ერთად ფილიპმა სიამოვნებით დაწურა ყურძენი საწნახელში, ამოავლო ჩურჩხელები და ტრადიციული სადღეგრძელოთი დალოცა ჩვენი სტუმართ-მასპინძლობა. დღემ ძალიან პოზიტიურად ჩაიარა“, - ნათქვამია ხცისის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აჭარასი ბაღები და სკოლები 24 თებერვლიდან დაკეტილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგი ნოემბრიდან აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პროექტს