მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის კეთილარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ ვასილ კაჭარავასა და ლუკა კვანტალიანს დამსახურებულ წარმატებას.
„სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ვასილ კაჭარავასა და ლუკა კვანტალიანს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებას. ეს წარმატება ყოფილიყოს მათთვის უფრო დიდი წარმატების საწინდარი“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აჭარასი ბაღები და სკოლები 24 თებერვლიდან დაკეტილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგი ნოემბრიდან აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პროექტს