მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N5 საჯარო სკოლაში, პროექტის „საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივი საჭიროებების ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში, სამკითხველო ოფიციალურად გაიხსნა.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოგენის“ ორგანიზებითა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დღით წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი დაიწერა.
„მოგვეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავით „ნეოგენის“ მიერ ორგანიზებულ პროექტში გამარჯვებულები და ამ პროექტით უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა სკოლაში. კერძოდ, კეთილმოეწყო მულტიფუნქციური სააქტო დარბაზი და სამკითხველო.
ჩვენს მოსწავლეებს მიეცა შესაძლებლობა აემაღლებინათ წიგნიერების დონე. ამ პროექტით მათ დაინახეს თუ რა დიდი ძალა აქვს თემთან გაერთინებას. ასევე ჩატარდა წიგნის ფესტივალის აქცია სახელწოდებით „აჩუქე წიგნი“, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა და შესაბამისად სკოლის ბიბლიოთეკას შეემატა ახალი წიგნები.
ამ პროექტში ჩართულმა XI-XII კლასის მოსწავლეებმა დიტო ბელქანიამ, ცოტნე ანთიამ და ლუკა ნაჭყებიამ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ მაია ყალიჩავასთან, მშობელ ნესტან ლაგვილავასთან და ასევე სკოლის დირექციასთან ერთად მიაღწიეს იმ დიდ წარმატებას, რომელიც დასრულდა სკოლაში და თემში არსებული ერთ–ერთი პრობლემის მოგვარებით.კერძოდ სკოლაში გაიხსნა მულტიფუნქციური სააქტო დარბაზი და სამკითხველო“,- ნათქვამია სკოლის წარმომადგენლის განცხადებაში.
სამკითხველოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიასთან დაკავშირებით სკოლას საპატიო სტუმრები ეწვივნენ. კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოგენის“ ხელმძღვანელი ცირა კაკუბავა, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია,პრესსამსახური, არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ის ხელმძღვანელი და თემის წარმომადგენლები.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მეათეკლასელების მონაწილეობით ჩატარდა პროექტი: „ჩვენ ვსწავლობთ „ვეფხისტყაოსანს“