თბილისის ინტელექტ-ჩემპიონატი დღეს ''გლდანის ეტალონი მოსწავლის'' გამოვლენით დასრულდება
19-05-2017
დაკოპირებულია
-
+
''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''გლდანის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.
ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში გლდანის რაიონის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ღონისძიებას რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლე ''ეტალონისგან'' სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდება.
ინტელექტ-შეჯიბრის მონაწილეები თავიანთ განწყობასა და ემოციებს გვიზიარებენ.
ია გოგილავა, თბილისის N115 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე:
''ძალიან ვნერვიულობ, შესარჩევი ტური რომ ჩატარდა, მაშინაც ვღელავდი. ვფიქრობ, რომ წარმატებას მივაღწევ. ''ეტალონი'' მოსწავლეებს შორის ჯანსაღ კონკურენციას უწყობს ხელს.''
ელენე ძამუკაშვილი, თბილისის N115 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე:
''არ ვნერვიულობ, სიმართლე გითხრათ, გამარჯვების მოლოდინი არ მაქვს, უბრალოდ თავის გამოსაცდელად მოვედი. ''ეტალონი'' ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენაში გვიწყობს ხელს.''
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''გლდანის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
''ეტალონი თბილისის'' პროექტი ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანასური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარეობს.
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“