მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის საჯარო სკოლის გუნდმა პროექტში - „სამშობლოსათვის თავდადებული გმირი სპორტსმენები“ პირველი ადგილი დაიკავა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებული შემეცნებითი ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა და რესპუბლიკის მასშტაბით პირველი ადგილი აიღო.
31 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019- ის სპორტულ-შემეცნებითი თამაშების გამარჯვებულთა დაჯილდოება. სკოლას გადაეცა სპორტული ოლიმპიადა 2019-ის თასი, ხოლო მონაწილეები და პროექტის ხელმძღვანელები ოქროს მედლებით, დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
პროექტზე - ციცინო რომელაშვილი და მალხაზ აზალაძე მუშაობდნენ.
იხილეთ ფოტოები
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“