TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ექსკურსიით სახლ-მუზეუმებში იმყოფებოდნენ
01-11-2019
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები სასწავლო ექსკურსიით ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში, ასევე დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.

ექსკურსია VII კლასის დამრიგებლის ნატალია თურქაძის მიერ დაიგეგმა.

„ექსკურსიები და გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს. სასწავლო წლის დასაწყისში კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ექსკურსია ხელს უწყობს მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაახლოებას, მოსწავლეებში აღვივებს ინტერესს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ზრდის სწავლის მოტივაციას.

როგორც ვიცით ექსკურსია არაფორმალური განათლების განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც შეიძლება გავხადოთ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო წყარო. სწორედ ამიტომ, ქუთაისის N36 საჯარო სკოლის VII კლასის დამრიგებლის ნატალია თურქაძის მიერ დაიგეგმა სასწავლო ექსკურსია ვანის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში და დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში.

ექსკურსია მასწავლებლებისა და მოსწავლეების აქტიური თანამშრომლობით დაიგეგმა. წინასწარ გავაცნეს საინტერესო ფაქტებს ჩვენი გამოჩენილი და სასახელო ქართველების შესახებ, რაც ექსკურსიის მსვლელობის დროს სხვადასხვა  მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობების განხორციელებაში დაგვეხმარა. დავადგინეთ რა უფრო გვაინტერესებდა და შევთანხმდით რა თამაშებს განვახორციელებდით, რათა ჩვენი ექსკურსია მაქსიმალურად კომფორტული გამოსულიყო. ყველა აქტივობა წინასწარ, ექსკურსიამდე მომზადდა, რამაც ხელი შეუწყო დასახული მიზნის მიღწევას.

როგორც ვიცით, მოსწავლე სწავლობს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში. სასკოლო ექსკურსიებზე მოსწავლეებს არამარტო ნასწავლის შესახებ ბუნებრივ გარემოში განცდის შესაძლებლობა აქვთ, არამედ აქ მათ მნიშვნელოვანი სოციალური და თვით მართვის ჩვევებიც უვითარდებათ. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

პიროვნება
სკოლები

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება