მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1 ნოემბერს, "მასწავლებლის ეროვნული სკოლის პროგრამა" დაიწყო, რომელიც ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.
უფასო სწავლება 12 ქალაში მიმდინარეობს. ესენია: თბილისი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი,ახალციხე,ჩოხატრი, თელავი, ახალქალაქი, ჭიათურა, სენაკი და ამბროლაური.
ამ ეტაპზე პროგრამა პროგრამა 1 750 მონაწილეს ითვლის, საიდანაც 737 მოქმედი მასწავლებელია.
ახალი პროგრამა საშუალებას იძლევა, მოხდეს მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილს პედაგოგების მომზადებით.
გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან, მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში და მიიღებენ სახელფასო დანამატს.
პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.
მასწავლებლები მომზადდებიან:
1. ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების
2. ბიოლოგია და ქიმიის
3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/მუსიკა
4. ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების
5. დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება)
მიმართულებით.
მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.
კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლის სტატუსით შევლენ, ჩაერთვებიან სპეციალურ პროგრამაში, რაც მათ საშუალებას მისცემს სწავლების პარალელურად გაიარონ დისტანციური კურსი და გახდნენ უფროსი მასწავლებლები.
მსმენელთა ხელმისაწვდომობის მიზნით, ლექციები ტარდება რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლის ბაზაზე კვირაში სამჯერ ( პარასკევი, შაბათი, კვირა). სასწავლო კურსს უძღვებიან კვალიფიციური ტრენერები. თითოეული საგნობრივი კურსის
დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მეთვალყურეობით.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი, სპეციალური პროგრამა - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 10 ოქტომბერს წარადგინა, რომელიც მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა
და კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას გულისხმობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო