მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნოემბერში ორგანიზებული მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები პარასკევს, 8 ნოემბერს დასრულდა.
როგორც გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მასწავლებელთა გამოცდების საბოლოო პასუხები დეკემბერში გახდება ცნობილი.
"ვვარაუდობთ რომ ნოემბრის ბოლოს უკვე ცნობილი გახდება პირველადი შედეგები, ეს ერთის მხრივ დამოკიდებულია აპლიკანტები რაოდენობაზეც, თუმცა საბოლოო პასუხები დეკემბერში იქნება ცნობილი", - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
მისივე თქმით, მასწავლებლებისთვის საგამოცდო გარემო უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარით.
"დღეს დაიწყო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა, რომელიც შემოდგომაზე უნდა ყოფილიყო ორგანიზებული. რეგისტრაცია უკვე დასრულდა. ჩვენ ვეცადეთ რომ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ყოფილიყო შექმნილი მათთვის. მოვიარეთ საგამოცდო ცენტრის ოთახები და გათბობა ყველგან არის ჩართული, ასევე უზრუნველყოფილია დამატებითი საკიდები მასწავლებლებისთვის.
26 ათასზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული აქტივობა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება კონკრეტული სტატისტიკას, მოგვიანებით გვეცოდინება ზუსტი მონაცემები და მოგვიანებით გავასაჯაროებთ.
როგორც იცით ამ ჯერზე როგორც პრაქტიკოს მასწავლებლებს, ისე მასწავლებლობის მსურველებს შეეძლოთ კომპეტენციის დადასტურება. მასწავლებლობის მსურველი დაახლოებით 11 ათასამდეა, ასე რომ საკმაოდ მაღალია მათი რიცხვი და იმედი გვაქვს წარმატებით ჩააბარებენ გამოცდებს", - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა