მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნოემბერში ორგანიზებული მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე 175-ე სკოლაში იმყოფებოდა და რეგისტრაციის პროცესს დაესწრო.
როგორც საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, მასწავლებლებისთვის საგამოცდო გარემო ყველა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფილია.
„დღეს დაიწყო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა, რომელიც შემოდგომაზე უნდა ყოფილიყო ორგანიზებული. რეგისტრაცია უკვე დასრულდა. ჩვენ ვეცადეთ რომ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ყოფილიყო შექმნილი მათთვის. მოვიარეთ საგამოცდო ცენტრის ოთახები და გათბობა ყველგან არის ჩართული, ასევე უზრუნველყოფილია დამატებითი საკიდები მასწავლებლებისთვის.
26 ათასზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული აქტივობა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება კონკრეტული სტატისტიკას, მოგვიანებით გვეცოდინება ზუსტი მონაცემები და მოგვიანებით გავასაჯაროებთ.
როგორც იცით ამ ჯერზე როგორც პრაქტიკოს მასწავლებლებს, ისე მასწავლებლობის მსურველებს შეეძლოთ კომპეტენციის დადასტურება. მასწავლებლობის მსურველი დაახლოებით 11 ათასამდეა, ასე რომ საკმაოდ მაღალია მათი რიცხვი და იმედი გვაქვს წარმატებით ჩააბარებენ გამოცდებს“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
ამასთან, სოფიო გორგოძემ გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დროც დაასახელა:
„ვვარაუდობთ რომ ნოემბრის ბოლოს უკვე ცნობილი გახდება პირველადი შედეგები, ეს ერთის მხრივ დამოკიდებულია აპლიკანტები რაოდენობაზეც, თუმცა საბოლოო პასუხები დეკემბერში იქნება ცნობილი“.
იხილეთ ასევე:
„დახურული კითხვები გამიჭირდა, დამაბნეველი იყო“ - რთული იყო თუ არა პროფესიული უნარების ტესტები აპლიკანტებისთვის?
ერთ პედაგოგს გამოცდაზე მაუსის შეტანა სურდა, ერთმა კი ჩხრეკა შეურაცხყოფად მიიღო - „პრაქტიკოსი მასწავლებლების გაყრა უნდათ“
მასწავლებელთა გამოცდების საბოლოო პასუხები დეკემბერში გახდება ცნობილი
მასწავლებელთა გამოცდაზე პირველ დღეს აპლიკანტების 20% არ მივიდა - „ნაეკი“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა