მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრაქტიკოსმა პედაგოგების ნაწილმა პროფესიული უნარების ტესტები დღეს ჩააბარა. დარჩენილი ნაწილისთვის გამოცდა ხვალაც არის დანიშნული.
გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები etaloni.ge-სთან საუბარში, საკითხების სირთულეს განსხვავებულად აფასებენ. აპლიკანტების ნაწილის თქმით, გამოცდა წინა ტესტებთან შედარებით გამარტივებული იყო, ზოგი კი თვლის, რომ გარკვეული საკითხები დამაბნეველი იყო.
„წელს პირველად ვიყავი გამოცდაზე და მარტივი იყო-თქო ვერ გეტყვით, მაგრამ რთულიც არ იყო. წინა წლის ტესტები, რაც ვნახე მათთან შედარებით, ვფიქრობ უფრო მარტივი იყო. თემა იყო კონფლიქტის მოგვარებაზე - როცა მედიატორის როლი მოსწავლეებთან მასწავლებელმა უნდა შეასრულოს. ჩამოთვლილი იყო ვარიანტები და უნდა აგერჩია რა იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. თითქმის ყველა თეორია იყო, ბერკინსის, პიაჟეს თეორიებიც“ - განაცხადა 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.
„წელს მეორედ გავდივარ გამოცდაზე. საგანი ჩაბარებული მაქვს პროფესიული უნარები დამრჩა და იმედი მაქვს ამჟერად თავს უკეთესად გავართმევ. ვერ ვიტყვი რომ რთული იყო, თუმცა წინასწარ დასკვნების გაკეთება რთულია, ვნახოთ როგორი შედეგები იქნება“, - ამბობს მასწავლებელი გამოცდის შემდეგ.
ტესტების სირთულეზე საუბრობს გამოცდიდან გამოსული სხვა პრაქტიკოსი პედაგოგები:
„როგორ გითხრათ, საკმაოდ რთული იყო. როგორ უნდა განავითაროს მოსწავლემ მეტაკოგნიტური უნარები - ეს იყო ერთ-ერთი თემა. ასევე შემხვდა კონფლიქტის მოგვარება - როცა ნიჭიერ მოსწავლეს კლასის სხვა მოსწავლეები უპირისპირდებიან, როგორ უნდა მოაგვაროს მასწავლებელმა ეს პრობლემა. სხვადასხვა ფილოსოსფოსების თეორიები იყო, თუმცა ჩემდა გასაკვირად ბულინგის, ბავშვთა ჩაგვრის თემა არ მოსულა, არც მასწავლებლის მოსწავლეებთან ურთიერთობის ტიპებზე იყო აქცენტი გაკეთებული“.
„დახურული დავალებები უფრო გამიჭირდა ვიდრე ღია კითხვები. მართალია ყველა საკითხი დავწერე, თუმცა დახურულ კითხვებში პასუხები საკმაოდ ჰგავდა ერთმანეთს, დამაბნეველი იყო და სწორი პასუხის არჩევა რთული იყო. სხვა მხრივ ვთვლი, რომ კარგად დავწერე, დახული კითხვებიდან რამდენიმეს სისწორეში ეჭვი მეპარება“.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, შემოდგომაზე ორგანიზებულ მასწავლებელთა გამოცდის პირველ დღეს აპლიკანტების 80% გამოცხადდა, ხოლო 20% ტესტირებაზე არ მივიდა.
იხილეთ ასევე:
ერთ პედაგოგს გამოცდაზე მაუსის შეტანა სურდა, ერთმა კი ჩხრეკა შეურაცხყოფად მიიღო - „პრაქტიკოსი მასწავლებლების გაყრა უნდათ“
მასწავლებელთა გამოცდების საბოლოო პასუხები დეკემბერში გახდება ცნობილი
მასწავლებელთა გამოცდაზე პირველ დღეს აპლიკანტების 20% არ მივიდა - „ნაეკი“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა