მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის, სორის საჯარო სკოლაში გამოფენა მოეწყო, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა.
სორის საჯარო სკოლის ხელოვნების წრის მოსწავლეებმა, დარეჯან ბაკურაძის ხელმძღვანელობით, სკოლის დერეფანი ყვითელი ფოთლებით გააფორმეს. დარბაზში გია ყანჩელის მუსიკა ჟღერდა და გამოფენის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა თუ ვიზიტორებს ერთნაირად ნუსხავდა.
ყანჩელისეული „ყვითელი ფოთლები“ სორის სკოლაში გამოფენილ მცენარეებს, ხის კუნძებსა თუ ულამაზესი ყვავილებით შექმნილ ასევე ულამაზეს კომპოზიციებს ერთგვარ ჯადოსნურ იერს სძენდა და ყველას დადებითი ემოციებით აღავსებდა.
მოსწავლეები ემოციებს, მასწავლებლები კი კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. დირექცია და პედაგოგები ერთნაირად მადლიერები იყვნენ იმის გამო, რომ ბავშვებმა გენიალური კომპოზიტორის გენიალური მუსიკის ყოველი ბგერა ზუსტად ასახეს საგამოფენო ექსპონატებში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც