სიახლეები
ეტალონი

„დღეს გაიმარჯვა მოსწავლემ, რომლის სკოლაშიც თერთმეტი მოსწავლეა“ - ჩოხატაურმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
04-11-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ჩოხატაურის თეატრში ჩატარდა, სადაც „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია ჟღერია, გურიის გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე, კულტურის ცენტრის დირექტორი თამარ კეკელიძე, ჩოხატაურის რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას აზრით, „ეტალონი“, როგორც პოზიტიური პროექტი, სატელევიზიო სივრცეს უნდა დაუბრუნდეს:   

„მოხარულები ვართ, რომ „ეტალონი“ ისევ ტარდება. ჩვენი დიდი მეგობარი გოჩა შესანიშნავად უძღვება პროექტს და სამწუხაროა, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი სატელევიზიო სივრცეში არ გადის. ამ პროექტს სხვებისგან ერთმანეთის გახარების, ბედნიერებისა  და ერთიანობისკენ მისწრაფება განასხვავებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მინდია ჟღერიამ პროექტის დადებით ზეგავლენაზე ისაუბრა  და იმედი გამოთქვა, რომ პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმატება სამომავლოდაც გაგრძელდება:

„ეტალონი“ ერთნაირად სასარგებლოა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, მაყურებლისთვისაც. რასაკვირველია, პროექტი მომავლის რწმენას, განათლებასა და ცოდნას აძლევს ახალგაზრდას, მაგრამ მაყურებლის ამპლუაში ყოფნაც კი თვითრწმენას გიღვივებს. მივესალმები, „ეტალონის“ ყველა მონაწილესა და „ჩოხატაურის ეტალონ მოსწავლეს“. მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლეები“ ყოველწლიურად აუმჯობესებენ შედეგებს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი წარმატებული ასპარეზობა მომავალშიც სტაბილურად გაგრძელდება“. 

გურიის გუბერნატორის მოადგილემ გია ებრალიძემ „ეტალონის“ ტრადიციასა და მის სარგებლიანობაზე ისაუბრა:

„პირველ რიგში, მისასალმებელია, რომ „ეტალონი“ დიდი ხნის პროექტია და ყოველთვის წარმატებული იყო. ინტელექტ-ჩემპიონატი ემსახურება ახალგაზრდების განვითარებას. ხოლო მისი გამორჩეულობა მის საგანმანათლებლო ფუნქციაშია.  „ეტალონი“ ნიჭიერი პროექტია და ახალგაზრდებს თვითრეალიზებაში ეხმარება“.

ჩოხატაურის რესურსცენტრის უფროსმა შორენა სიხარულიძემ მუნიციპალიტეტის მოსწავლეების წარმატებაში „ეტალონის“ როლი გამოჰყო:

„განათლების სფეროში არაერთი ღონისძიება იმართება, მაგრამ „ეტალონი“ განსაკუთრებულია, რაზეც ბავშვების აქტიურობა და სავსე დარბაზიც მეტყველებს. ჩვენთვის ეს პროექტი ძალიან ბევრს ნიშნავს. შარშან ჩვენი ერთ-ერთი მცირერიცხოვანი სკოლის მოსწავლემ „ეტალონის“ ფინალზე მეორე ადგილი დაიკავა. პროექტი ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენას ემსახურება. მაგალითად, დღეს გაიმარჯვა მოსწავლემ, რომლის სკოლაშიც თერთმეტი მოსწავლეა და ამ ბავშვს კლასელი საერთოდ არ ჰყავს. ამიტომ ეს პროექტი ჩვენთვის საამაყოა“.

„ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული დიდივანის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ვასილ რამიშვილმა მოიპოვა:

„გახარებული ვარ. პროექტი მონაწილეებს მოტივაციასა და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე მოსწავლეების ცდილობენ, რომ მომავალ წელსაც ღირსეულად წარმოჩინდნენ. მადლობა ორგანიზატორებს დღევანდელი დღისთვის“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ასევე იხილეთ:

ჩოხატაურის მოსწავლეთა საყურადღებოდ

„ეტალონი“ სამართლიანობის კუთხით უპრეცენდენტო პროექტია“ - ჩოხატაურში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა

ჩოხატაურის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

1 ნოემბერს „ეტალონი“ ჩოხატაურში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება