მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ერთხელ ცხოვლად სულს დამჩნეული თქვენი კვალი მადლმოსილია და დალოცვილი“ - ემოციებით დატვირთული საღამო მოეწყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ბასილეთის საჯარო სკოლაში. ამ დღეს ღვაწლმოსილი პედაგოგები, საოცარი სითბოთი, სიყვარულით, უამრავი თბილი სიტყვითა და ყვავილებით გააცილეს სკოლიდან.
თაობათა ცვლა მტკივნეული პროცესია, მაგრამ დგება დრო, როცა ძველი გვარდია ახალ თაობას ღირსეულად უთმობს გზას. მადონა ანდღულაძე-მახარაძე და გივი კუტუბიძე წლების განმავლობაში უანგაროდ ემსახურებოდნენ მომავალ თაობას და არაერთი მადლობაც მოისმინეს გამოსამშვიდობებელ საღამოზე.
ღონისძიებას, რომელიც მოსწავლეებისა და პედაგოგების ინიციატივით მოეწყო, ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია. კოლეგებს ღვაწლმოსილ პედაგოგებთან გამომშვიდობება გაუჭირდათ, განიცდიდნენ მოსწავლეებიც, თუმცა მადონა ანდღულაძე-მახარაძეს და გივი კუტუბიძეს სკოლიდან მიმავალი გზის სირთულეს გარშემომყოფთა მადლიერება უმსუბუქებდა -„ქუდი მოიხადეთ, ბატონო ჩემო, მასწავლებელი მოდის“.
„ქუდს ვიხდით, ქედს ვიხრით და მადლობას გწირავთ“ - ამ ფრაზით რომ გაგაცილებენ კოლეგები და აღსაზრდელები, ხვდები, რომ შენს შრომას ტყუილად არ ჩაუვლია, - „ჩვენ თქვენით ვამაყობთ“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
23 გრადუსიანი ყინვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება... - 1-2 მარტის ამინდის პროგნოზი ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს