მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მელეს საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი -„სუფთა გარემო ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“ განხორციელდა.
პროექტს ინგა ონიანი ხელმძღვანელობდა, სამიზნე ჯგუფები VI – VII – VII – IX კლასები გახლდათ.
„პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს შეიძინონ ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მოსწავლისაგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას, შექმნილი საგაკვეთილო პროცესში.
პროექტი დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით. ამ ფაზაში მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის მიზანი, გავაცანი პროექტებით სწავლების მეთოდის მიმდინარეობა და ის წესები, როგორც უნდა წარიმართოს პროექტი. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით შევავსებინე სქემის - „ვიცი, მინდა ვიცოდე“ ნაწილები.
მოსწავლეებს ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ, რომ ნაგავი ჩნდება იქ, სადაც ადამიანია. ადამიანები მოიხმარენ უამრავ საგანს, საკვებს, მასალას, რის შედეგადაც ჩნდება ის, რაც მათ აღარ სჭირდებათ - ნარჩენები.
შევთავაზე აქტივობა – „ექსკურსია ბუნებრივ გარემოში“. ბავშვებს ვთხოვე, დაკვირვებოდნენ გარშემო მყოფ საგნებს.
აქტივობის არსი იყო მოსწავლეებს შეეგრძნოთ და აღექვათ ბუნებრივი გარემო, არამარტო მხედველობით, არამედ სხვა შეგრძნებითაც და მიმხვდარიყვნენ, რომ ბუნებრივი გარემო ადამიანის მიერ შექმნილი ყოფითი გარემოსგან განსხვავდება“,-ნათქვამია მელეს საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა