მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროექტის - „ახალი სკოლის მოდელის“ სასკოლო კურიკულუმის განვითარების და დანერგვის ფარგლებში ქუთაისის N36 საჯარო სკოლის IIIდ კლასში, (პედაგოგი ირმა კოჭბიანი) მათემატიკაში გაკვეთილი ჩატარდა.
მიმართულება - გეომეტრია. „სივრცული გეომეტრიული ფიგურები: კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, პირამიდა, ბირთვი“. გაკვეთილს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი ხათუნა ფირცხალაშვილი ესწრებოდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი წინარე ცოდნის გააქტიურებით დაიწყო, მოსწავლეებმა ჩამოთვალეს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები, დაასახელეს და აღწერეს თითოეული ფიგურა. შემდეგ ისაუბრეს, რატომ უწოდებენ ამ ფიგურებს ბრტყელს. მასწავლებელმა უჩვენა მოსწავლეებს სივრცული ფიგურების ილუსტრაცია. მოსწავლეებმა დაასახელეს სივრცული ფიგურები, ისაუბრეს, რატომ უწოდებენ ამ ფიგურებს სივრცულს. სად გვხვდება სივრცული ფიგურები გარდა მათემატიკის გაკვეთილისა.
მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება: ამოიცნეს სივრცული ფიგურები, შექმნეს ჯგუფებში კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, პირამიდა, ბირთვი მიწოდებული ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების, პლასტელინის და ჩხირების გამოყენებით. დასრულების შემდეგ აღწერეს და ახსენეს. ნამუშევრები. გაკვეთილმა ჩაიარა საქმიან და თანამშრომლობით გარემოში.
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა ირმა კოჭბიანმა განათლების და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტ ხათუნა ფირცხალაშვილისგან კონსტრუქციული უკუკავშირი მიიღო.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
23 გრადუსიანი ყინვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება... - 1-2 მარტის ამინდის პროგნოზი ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს