მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გამოჩენილი ქართველი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის, 90 წლის იუბილე საჩხერის მუნიციპალიტეტში მასშტაბური საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნეს.
საჩხერის მთავარ ქუჩაზე მსვლელობა გაიმართა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა და დეკლამატორებმა კი საცეკვაო და ლიტერატურული ნომრები შეასრულეს.
პოეტის მემორიალი შთამომავლებმა ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან შეკრებილი საზოგადოების წინაშე ლიტერატორები და მუხრან მაჭავარიანის მეგობრები სიტყვით წარსდგნენ.
სოფელ არგვეთში მდებარე მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმმა ქართველ და უცხოელ სტუმრებს უმასპინძლა. პოეტის საპატივცემულოდ სახლ-მუზეუმის მიმდებარედ პარკი გაიხსნა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენო ფალავანდიშვილი:
„მუხრან მაჭავარიანის საიუბილეო ღონისძიებები წინა წლებშიც იმართებოდა, თუმცა, წელს, ჩვენი გადაწყვეტილებითა და ოჯახის თხოვნით, მასშტაბური ღონისძიება მოვაწყვეთ. სტუმრები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან გვყავდა მოწვეული. თვითონ ოჯახმა მწერლები მოიწვია, ჩვენ - ჩვენი კოლეგები: მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და წევრები, დეპუტატები. ღონისძიებაზე რაჭიდან, აჭარიდან და კახეთიდანაც გვყავდა სტუმრები.
ზემო იმერეთს როგორც ეკადრება, ისეთი ღონისძიებები ჩავატარეთ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმსა და ქალაქ საჩხერეში. კულტურის ცენტრში მუხრან მაჭავარიანის ცხოვრებისადმი მიძღვნილი სპექტაკლი დაიდგა. ღონისძიებაზე მისი ლექსებიც წაიკითხეს. პოეტის პატივსაცემად მისი სახლ-მუზეუმის მიმდებარედ სკვერი საზეიმო ვითარებაში გავხსენით. ვფიქრობ, ღონისძიებიდან ყველა ძალიან კმაყოფილი წავიდა“, - ამბობს etaloni.ge-სთან საუბრისას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი.
საჩხერის მთავარ ქუჩაზე საოჯახო ღვინის მარანი და რეწვის ოსტატების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისთვის ატრაქციონები ფუნქციონირებდა.
მუხრან მაჭავარიანი სოფელ არგვეთში დაიბადა. ის 2010 წლის 17 მაისს, 81 წლის ასაკში, გარდაიცვალა. პოეტი თბილისში, მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო