მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც პროექტი „მდინარეები ნარჩენების გარეშე - სუფთა შავი ზღვა“ განხორციელდა. პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა მოაწყო კვირეული, რომლის ყველა აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა.
კერძოდ, პროექტის ფარგლებში, შექმნილი საგანმანათლებლო ბეჭდური და ვიდეო რესურსების პრეზენტაციაში მონაწილეობდა სკოლის მასწავლებლები: მარინა გურეშიძე, მაია კაკაბაძე და თინათინ ნაცვლიშვილი.
თემატურ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე - „დავიცვათ შავი ზღვა დაბინძურებისაგან“ (ხელმძღვანელი მაია კაკაბაძე), თემით წარსდგა მე-8 კლასის მოსწავლე ანასტასია ლობჟანიძე, რომელმაც არა მარტო შავი ზღვის დაბინძურებაზე ისაუბრა, არამედ აუდიტორიას წარუდგინა ის სამუშაოები, რომელიც ჩატარდა მე-4 საჯარო სკოლაში, კონკრეტულად კი საბუნებისმეტყველო კათედრაზე. ასევე ისაუბრა იმ მომავალ სამუშაოებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებისა და ზოგადად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ბუნების დაცვის საქმეში.
პლასტიკატის ნარჩენებისაგან დამზადებული ნაკეთობების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო მოსწავლეებმა: მარიამ სილაგაძემ, ფიქრია ვეკუამ, ნია ქობულიამ და ანანო გურეშიძემ.
სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგის ინგა გრძელიძის დახმარებით, პლასტიკათი ნარჩენებისაგან შექმნეს ულამაზესი ნახატები, ყვავილები და ფრინველები.
განსაკუთრებით დიდი მოწონება მათ მიერ დამზადებულმა ფარშევანგმა დაიმსახურა. მოსწავლეებმა მოსახლეობაში ფლაერებიც დაარიგეს და პლასტიკატის ნარჩენები ამოიღეს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც