მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდების მესამე დღე დასრულდა. პრაქტიკოსმა პედაგოგებმა და პროფესიაში შესვლის მსურველებმა, დღეს, დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების ტესტები ჩააბარეს.
გამოცდიდან გამოსულმა აპლიკანტებმა etaloni.ge-სთან მოკლე კომენტარები გააკეთეს:
„ისე ვინერვიულე, სანამ ტესტს დავიწყებდი, წნევამ ამიწია. რთულია როცა გამოცდას იმ განწყობით აბარებ, რომ შეიძლება სკოლიდან გაგიშვან“.
„ქართული ენის ნაწილი ძალიან გამირთულდა, არ ველოდი ასე, მეგონა უფრო მარტივი ტესტები დაგვხვდებოდა“.
„ყველაზე მარტივი ბუნებისმეტყველების ნაწილი იყო, არც მათემატიკა იყო რთული. უფრო ტექსტის გააზრება გამიჭირდა“.
„ტექსტის გააზრება გამიჭირდა, თითქოს მარტივი იყო მაგრამ პასუხები ერთმანეთს ჰგავდა“.
„ქართულში ღია კითხვები გამიჭირდა, რომელიც გრამატიკული წესების ცოდნას მოითხოვდა, სხვა ყველაფერი საშუალო სირთულის იყო“.
შეგახსნებთ, მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყო და 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო