მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებისთვის თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის პროცესის დროს ხარვეზები არ დაფიქსირებულა.
ტესტირებაზე შესვლამდე აპლიკანტებს etaloni.ge გაესაუბრა:
„დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გავდივარ, 1-6 საფეხური. ვარ უფროსი მასწავლებელი, ჩაბარებული მაქვს 7-12 კლასების ქართული ენა და ლიტერატურა. მეოთხე წელია ვმუშაობ და გამიჩნდა სურვილი, რომ ამ საფეხურზეც გავსულიყავი.
ვფიქრობ, ძალიან კარგია ამ კუთხით მასწავლებლების გამოცდა და შეფასება, თუმცა ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დახუნძლული საკითხები სხვა მნიშვნელოვანი დეტალებით, რაც სჭირდება საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებას და ეს არ იყოს უბრალოდ მარტივად, ზერელე ცოდნის გამოვლინება“, - ამბობს მასწავლებელი.
„ქართულ ენასა და ლიტერატურას ვაბარებ. მეორედ ვცდი. პირველ ცდაზე შვიდი კრედიტი ავიღე და მინდა ათი დავაგროვო, რომ კომპეტენცია დავადასტურო.
პირველად როცა ვიყავი, შემოსახაზი ტესტები გასცდა 1-6 კლასების დონეს. უფრო საბაზო და საშუალო მასწავლებლების დონის მასწავლებლისთვის იყო, რა შეკითხვებიც მოვიდა. ღია კითხვები და ტექსტის გააზრება მისაღებია“, - ამბობს მასწავლებლობის მსურველი.
„უფროსი კლასების ქართული და რუსული ენები ჩაბარებული მაქვს. ახლა მინდა 1-6 კლასების ქართული ენა და ლიტერატურა ჩავაბარო. მაინტერესებს რა შედეგს მივაღწევ. ერთსა და იმავე სკოლაში უკვე 13 წელია ორივე საგანს ვასწავლი. რუსულ-ქართული ფაკულტეტი, ფილოლოგია მაქვს დამთავრებული. ზოგადი უნარები ჩაბარებული მაქვს. ვფიქრობ, ამ გამოცდებზე არაფერია ისეთი, რაც მასწავლებელს არ უნდა მოეწონოს“, - განაცხადა პედაგოგმა გამოცდაზე შესვლამდე.
შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია. მასწავლებელთა გამოცდები 8 ნოემბერს დასრულდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები განათლებაში - რესურსცენტრების ხელმძღვანელებისა და სკოლის დირექტორების კონკურსი, ცვლილება ეროვნულების პროგრამაში...
სანტა კლაუსი გამოცხადდეს უცხოეთის აგენტად - რუსეთსა და ბელარუსში იკრძალება სანტა კლაუსი და საშობაო, ინლისურენოვანი სიმღერები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა სიამაყით გვაცნობს მეთორმეტეკლასელებს, რომლებსაც წლის ბოლოს, ცხოვრების ახალ ასპარესზე დაულოცავენ გზას
ძველ ბერძნულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა იმპერიის სიდიადე წარმოაჩინეს, სასკოლო საზოგადოებას მისი კულტურა და ისტორია გააცნეს
მოსწავლეების შემოქმედებითი უნარებითა და საშემსრულებლო ოსტატობით აუდიტორია სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა და მათ მხურვალე ტაში დაუკრა
სანტასთვის სურვილების სიის შედგენა და შემდეგ წერილის მიწერა საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია