მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის პირველ კლასში საზეიმო გაკვეთილი „აი ია“ ჩატარდა. გაკვეთილს პედაგოგი ლელა გობრონიძე ხელმძღვანელობდა. პირველ კლასელების საზეიმო გაკვეთილს მშობლებიც დაესწრნენ.
„პატარებმა, მასწავლებელ ლელა გობრონიძესთან ერთად, ანბანეთში იმოგზაურეს და სტუმრებს ლამაზი წუთები აჩუქეს. სტუმარი კი მართლაც ძალიან ბევრი ჰყავდათ. მათ გაკვეთილს სკოლის დირექცია და მშობლები ესწრებოდნენ.
გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, ძალიან ეფექტური იყო მშობელთა ჩართულობა და ჯგუფური სამუშაოები. და რაც მთავარია, ყველაზე აღსანიშნავი 29 პირველკლასელის გაკვეთილისადმი დამოკიდებულება იყო. ისინი დიდი ინტერესით უსმენდნენ ლელა მასწავლებელს, თან საოცარი ორგანიზებულობითა და ხალისით ასრულებდნენ ყოველ დავალებას“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც