მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი იზაბელა გაბუნია 2018 წლის საუკეთესო პედაგოგად დასახელდა.
მასწავლებელი საუკეთესო პედაგოგად 2018 წლის მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ დაასახელა.
იზაბელა გაბუნია მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების კათედრას ხელმძღვანელობს; მუდმივად იმაღლებს კვალიფიკაციას და გამოცდილებას კოლეგებსაც უზიარებს. ქალბატონი იზაბელას გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები აქვს და მისი მოსწავლეები წარმატებულნი არიან სხვადასხვა ოლიმპიადასა თუ კონფერენციაში.
პედაგოგი მუშაობისას იყენებს მოსწავლეთა შეფასების განსხვავებულ ფორმასა და მეთოდებს, მუდმივად იღებს უკუკავშირს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისაგან, შედეგებს კი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად იყენებს.
იზაბელა გაბუნია კლასის დამრიგებელია და შესაბამისად, სადამრიგებლო საათიც დატვირთული აქვს. იგი მოსწავლეთა საჭიროებას წინა პლანზე აყენებს და თავდაუზოგავად ზრუნავს სკოლისა თუ მომავალი თაობის განვითარებისთვის.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს