სიახლეები
ეტალონი

„მოსწავლეები სულ მეკითხებიან, „ეტალონი“ როდის ჩატარდება“- თერჯოლა ინტელექტ-ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება
05-11-2019
-
+


24 ოქტომბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 28 ნოემბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე

ეტალონით“ დაინტერესება, ამჯერადაც, საკმაოდ მაღალი იყო. პირველ ეტაპში თერჯოლის მუნიციპალიტეტის 24 სკოლიდან 610-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 76 საუკეთესო შეირჩა, რომლებიც რაიონულ ტურში მიიღებენ მონაწილეობას. ეს ბავშვები თავიანთ პედაგოგებთან ერთად დამატებით იმუშავებენ და ეცდებიან, რომ მაღალი შედეგი აჩვენონ“.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი გურამ თურქაძე:

„ეტალონი“ ჩვენთვის ახალი ამბავი არ არის. უკვე ტრადიციად ქცეულ კონკურსში აქტიურად ვართ ჩართულები. ყოველთვის ველოდებით ამ ეტაპის დადგომას, როდესაც სასკოლო ტურები იწყება. პირველ ეტაპზე ყველაფერმა ორგანიზებულად ჩაიარა. ვფიქრობთ, რაიონული ტური ძალიან საინტერესო იქნება. წინა წლებში ჩვენ მოვახერხეთ, რომ ყველაფერი მუნიციპალიტეტის ცენტრში არ ყოფილიყო აკუმულირებული, სხვდასხვა საჯარო სკოლის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიებები სოფლებში გავიტანეთ. ახლა ვფიქრობთ მუნიციპალური ეტაპი რომელ სოფელში შეიძლება ჩატარდეს. სოფლებში გასვლას კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ასე რომ, ვფიქრობთ, წელსაც ყველაფერი კარგად იქნება“.

ეწრის საჯარო სკოლის დირექტორი დათო არაბიძე:

„ეტალონის“ ტესტირებაში სკოლიდან 24 ბავშვი მონაწილეობდა. მოსწავლეების დაინტერესება მაღალი იყო. ვფიქრობ, მომდევნო ეტაპზე კარგი შედეგი ექნებათ“.


ეწრის საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი ნუგზარ ხვარეშია:

„ეტალონის“ ტესტირებამ წარმატებით ჩაირა. სკოლიდან 17-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შემდეგ ეტაპზე ორი გადავიდა. მგონია, რომ მუნიციპალიტეტის ფარგლებში ათეულში უნდა მოხვდნენ, რადგან კარგი, წარმატებული ბავშვები არიან“.

ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა კობახიძე: 

„ყველაფერი ძალიან ორგანიზებულად გაკეთდა. ბავშვების აქტიურობაც მაღალი იყო. ჩვენ ბევრი ბავშვები არ გვყავს და კონკურსში ყველა მაქსიმალურად ჩაერთო. ორი მოსწავლე, ლუკა ბუცხრიკიძე და მიშიკო ზარნაძე, გადავიდა შემდეგ ტურში და ვემზადებით მეორე ეტაპისთვისაც. ზოგადად, „ეტალონი“ ძალიან გვიყვარს“.

ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ელისო რობაქიძე: 

„ჩვენი სკოლა შარშანწინ რაიონში „ეტალონის“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ ბავშვებს დიდი მოლოდინები აქვთ, აღფრთოვანებულები არიან და სულ მეკითხებიან, „ეტალონი“ როდის ჩატარდება. როგორც კი გამოვუცხადებთ ინფორმაციას „ეტალონის“  ჩატარების შესახებ, სიხარულით არ გვასვენებენ. შარშან ჩვენი მოსწავლე რაიონში მეოთხე ადგილზე გავიდა და წელსაც გვაქვს მათი წარმატების იმედი. შემდეგ ეტაპზე ორი მოსწავლე გადავიდა და გვიხარია. ეს პროექტი სკოლას ახალისებს, მოსწავლეებს სტიმულს სძენს“.

ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია აბულაძე:

„ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეთა აქტიურობა გამორჩეულად კარგი იყო. წელს 31-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შემდეგ ეტაპზე ორი მოსწავლე, მერვეკლასელი და მეთერთმეტეკლასელი, გადავიდა. იმედია, გვასახელებენ და კარგი შედეგები ექნებათ. წარმატებები „ეტალონს“.

ახალთერჯოლის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო თოდიძე:

„ბავშვებს „ეტალონი“ ძალიან მოსწონთ. კარგი მოსწავლე და ცუდი მოსწავლე არ არსებობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებმაც კი მიიღეს მონაწილეობა. ყველაზე მაღალი ქულა მეათეკლასელმა გოგონამ დააგროვა. კარგი გოგონაა, ბევრს კითხულობს და კარგის მოლოდინი გვაქვს. შარშან საპრიზო ადგილები არ აგვიღია, მაგრამ მთლიანობაში კარგი შედეგები იყო. იმედია, წელსაც კარგი შედეგი გვექნება“.

ახალთერჯოლის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ელისო კუპატაძე:

„პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს. თითქმის ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. კონკურენციაც დიდი იყო. რამოდენიმე თანაბარ ქულიანი მოსწავლეც გამოვლინდა. შემდეგ ეტაპზე ველოდებით, რომ ჩვენი მოსწავლეები უფრო კარგად გამოავლენენ საკუთარ თავს, ცოდნას უფრო მეტ მობილიზებას გაუკეთებენ“.

ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა ზამთარაძე:

„ეტალონის“ შესარჩევმა ტურმა ორგანიზებულად ჩაიარა. მასში 17 მოსწავლე მონაწილეობდა. ტესტირების პროცესს „ეტალონის“ პედაგოგი, ქალბატონი ნინო გოგიაშვილი აკვირდებოდა და მეც ვიყავი ჩართული. მეორე ტურში ორი მოსწავლე გადავიდა. ველოდებით, რომ საპრიზო ადგილზე გავლენ, რადგან სათანადო მონაცემების მქონე ბავშვები არიან“.

ღვანკითის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო გოგიაშვილი:

„ეტალონის“ პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. ჩანდა, რომ ბავშვები დაინტერესებულები იყვნენ. მოსწავლეთა რაოდენობაც საკმაოდ დიდი იყო. რა თქმა უნდა, ტესტირება ობიექტურად ჩატარდა. მომდევნო ეტაპზე ჩვენი ორი მოსწავლე გადავიდა, საკმაოდ კარგი ქულებით: 92 და 72 ქულით. რაიონულ ეტაპზეც წარმატებას ველოდებით“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება