მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შემოდგომის დადგომასთან ერთად გრიპის ვირუსის შემთხვევებიც მატულობს, პიკს კი დეკემბრის ბოლოს და იანვარში აღწევს. ვირუსის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეები ბავშვები, მოხუცები და ორსულები არიან.
არის თუ არა მოსალოდნელი გრიპის ეპიდემია და რა მითითებებს აძლევენ მედიკოსები სასწავლო დაწესებულებებს? - ამ და ვირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე etaloni.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემილოგი, ირაკლი ქარსელაძე ესაუბრება:
- დაავადებათა კონტროლის ცენტრი აწარმოებს ეპიდზედამხედველობას, არა მხოლოდ გრიპზე, არამედ გრიპისმაგვარ დაავადებებზე. ვირუსოლოგიური მონიტორინგის საშუალებით, ვიგებთ ინფორმაციას, ქვეყნის მასშტაბით რომელი ვირუსი ცირკულირებს.
ამჟამად, გრიპის სეზონი მიდის ზომიერების ფარგლებში, მატება-კლების მოსალოდნელი ტენდენციებით და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ, ჯერჯერობით, აქტიურ ცირკულაციაში გრიპის ვირუსი არ არის. ამ ეტაპისთვის, ცირკულირებს რინოვირუსი, ადენოვირუსი, პარაგრიპი... რომლებსაც, ხშირად, შეიძლება, ისეთივე კლინიკური გამოვლინებები ჰქონდეს, როგორც გრიპის ვირუსებს.
- ამერიკელი მკვლევარები წელს H3N2-ის გავრცელებას ელიან, რომელსაც საშიშ შტამად ასახელებენ...
- როგორც წესი, ასეთი ზუსტი პროგნოზირება არ ხდება ხოლმე, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეისთვის მსოფლიოში ცირკულირებს რამდენიმე ქვეტიპი, რომლებიც შესაძლოა გავრცელდეს მონაცვლეობით ან მოხდეს მათი თანხვედრა. ესენია: H1N1, H3N2, და A და C ტიპის ორი ქვეტიპი. მათგან განსაკუთრებული აგრესია, ახალი გამოვლინება და სხვა მასშტაბებზე გასვლა მოსალოდნელი არ არის.
- შეიძლება ითქვას, იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა?
- ვისაც წლების განმავლობაში გადატანილი აქვს ეს ვირუსები, იმუნიტეტი გამოუმუშავდა და გარდა ამისა, გვაქვს ვაქცინა, რომელიც მოიცავს ოთხივე კომპონენტს.
- ბატონო ირაკლი, ვინაა პასუხისმგებელი ვაქცინის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე, როგორ ვანდოთ ჩვენი შვილები პრეპარატს, რომელიც შემოტანისას, შესაძლოა, არც კი კონტროლდებოდეს?
- გრიპის ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული, შესაბამისად ვაქცინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობასაც იღებს; პასუხისმგებელია ვაქცინაზე მწარმოებელიც, რომელსაც ტექნიკური კუთხით, ათასი მიმართულებით აქვს გავლილი უსაფრთხოებისა და სერტიფიცირების ნორმები; უსაფრთხო ვაქცინის შემოტანაზე ასევე პასუხისმგებელია კონკრეტული ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი...
- რომელთაც, ვაქცინასთან ერთად, შემოაქვთ ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“... ასეთი უნივერსალურია ეს პრეპარატი და თუ დაალევინებდით მას საკუთარ შვილს?
- შვილი არ მყავს, თუმცა ჩემ ძმისშვილს მიუღია ეს პრეპარატი... საქმე ის გახლავთ, რომ ანტივირუსული პრეპარატის დანიშვნის დროს გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ ექიმი. „ტამიფლუ“ პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება, მათ შორის ბავშვებში, რომელმაც კარგი გამოცდა გაიარა პანდემიის დროს.
- ბატონო ირაკლი, წელს რატომ ითვლებიან ბავშვები ყველაზე დიდ რისკჯგუფად?
- სასწავლო დაწესებულებებში „ხელების მექანიზმი“ მუშაობს; ხელების ჰიგიენის თვითკონტროლი ვერ ხდება - შესაძლოა ხველის ან დაცემინების დროს ზედაპირზე გადავიდეს ბაქტერია, რომელიც ვირუსის გავრცელების წყარო ხდება; ამიტომ, არათუ რეკომენდაცია, არამედ, პირდაპირ მითითებაა, სასწავლო დაწესებულებებმა ოთახების განიავება და სველი წესით დალაგება უზრუნველყონ.
რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს, შემოტანილია 100 000 დოზა ვაქცინა, სავალდებულო რისკჯგუფად კი მოიაზრება ბაღის პერსონალი, რომელსაც შეხება აქვს ბავშვებთან, ეს პირველ რიგში იცავს არა მხოლოდ აღსაზრდელებს, არამედ აღმზრდელებსაც.
ასევე, გასათვალისწინებელია სწორი ქცევითი ნორმები: არც ერთი ტიპის ბენეფიციარი, გრიპისმაგვარი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში არ უნდა მივიდეს სასწავლო დაწესებულებაში! ასე თავიდან ავიცილებთ ინფექციის გავრცელებას. ხელების დაბანა კი, მიუხედავად მისი ბანალურობისა, ვირუსების თავიდან აცილების კარგი საშუალებაა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა განასახიერებს ქართული ზღაპრისა და მულტფილმის გმირები
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...