მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს. პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები 7 ნოემბერს ტესტირებას მუსიკაში ჩააბარებენ. მათ საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად 4 საათი აქვთ.
როგორც ზაფხულში ჩატარებული გამოცდების დროს პედაგოგები აღნიშნავდნენ, მუსიკის გამოცდა განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა. etaloni.ge დაინტერესდა, რა გაუჭირდათ პედაგოგებს ზაფხულის გამოცდაზე ყველაზე მეტად და რა რჩევებს მისცემენ იმ მასწავლებელს, რომლებიც ტესტირებაზე 7 ნოემბერს გადიან.
„რაც პროგრამაში დევს, ყველაფერზე უნდა გაამახვილონ მასწავლებლებმა ყურადღება, ყველაფერი მნიშვნელოვანია. ვურჩევდი, განსაკუთრებით მოსასმენ ნაწილზე იმუშაონ.“
„გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს ვურჩევ, მოსასმენ მასალაზე გაამახვილონ ყურადღება. გამოცდა ძალიან რთული იყო. თეორიული ნაწილიც რთულია იმ პედაგოგებისთვის, ვინც საკმარისად მომზადებული არ იქნება - უნდა იცოდეს სრული პროგრამა. მე გამოცდა ათ კრედიტზე ჩავაბარე, მაგრამ მგონი, ყველაზე რთული პროგრამა მუსიკის გამოცდას აქვს. წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს“.
„მე არ მომჩვენებია რთულად. გამოცდაზე ზაფხულში გავედი და ჩავაბარე. იგივე სირთულის იყო, როგორც წინა წელს. რა თქმა უნდა, პროგრამა უნდა იცოდეს პედაგოგმა, რომ გამოცდა გაუმარტივდეს. მოუმზადებლად გასული პედაგოგებისთვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს.“
„მუსიკის გამოცდა ჩემთვის რთული არ ყოფილა. II-III კლასის კარნახი დევს. პედაგოგების ნაწილს, ვინც პიანისტი არ არის, ფორმის ანალიზი ერთულებათ.“
„საშიში არაფერი არ არის. ვინც იცის საგანი, აუცილებლად აიღებს ქულას. საკმარისია მუსიკალური განათლება და ცოდნა. პედაგოგების ნაწილს უჭირს გახსენება, რომელი ნაწარმოებია, ვინ არის კომპოზიტორი ან რომელი ეპოქისაა. ნაწილს კარნახიც გაუჭირდა. ჩემთვის რთული არ ყოფილა, რადგან დიდი ხანია, ამ სფეროში ვმუშაობ. პედაგოგი უნდა არჩევდეს ნაწარმოების ჟანრებს. რთული ნამდვილად არაა, ელემენტარული თეორიაა.“
„პედაგოგებს ვურჩევ, მოსმენის ნაწილი მაშინვე მონიშნონ, შემდეგ ვეღარ მიუბრუნდებიან. თითქმის ნახევარი მოსმენის ნაწილია, ამიტომ ჯობია, ყურადღება დაუთმონ ამ საკითხს. ნამდვილად რთული გამოცდაა, სოლფეჯიოც შედის და მუსიკალური ლიტერატურაც. ინტერვალები, აკორდები და გამა არის ასაგები. პედაგოგებს ვურჩევ, ეს საკითხები გადაიმეორონ. ვფიქრობ, 4 საათი საკმარისია, იმისთვის, რომ პედაგოგმა მშვიდად იმუშაოს, მე დროზე ადრე გამოვედი გამოცდიდან. პირველად რომ გავედი, 2 ქულა დამაკლდა, შემდეგ წელს კი ათი კრედიტი ავიღე. ამ ზაფხულის გამოცდები უფრო რთული მომეჩვენა. კომპოზიტორების რაოდენობა იყო დამატებული“.
"ყველა პედაგოგი დამეთანხმება, რომ გამოცდაზე მოსასმენი მასალა უნდა იყოს ჩატვირთული ყველა კომპიუტერში. ინდივიდუალურად უნდა ხდებოდეს მოსასმენი დავალების შესრულება ისე, როგორც ხდება უცხო ენების გამოცდაზე. დიდი ხარვეზია გამოცდისთვის მოსასმენი მასალის ამ სტილით მოსმენა, როგორც არის".
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყო და 8 ნოემბერს სრულდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ