სიახლეები
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ - „იმედს გამოვთქვამ, არ მოჰყვება პოლიტიკური სპეკულაციები“
07-11-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ბატიაშვილის განცხადებით, მინისტრის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება პირადი მიზეზით მიიღო. 

„მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები.

ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა  პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას როგორც ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ასევე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ  პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ განათლების სფეროში კვლავ აქტიურად იქნება ჩართული და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, განათლების  რეფორმის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა მრავალი უპრეცენდენტო მიღწევა სპორტის მიმართულებით. დავიწყეთ ცვლილებები კულტურის სფეროში, ხოლო განათლების სისტემაში მოხდა ძირეული გარდატეხა. ეს არის „ქართული ოცნების“ უდიდესი მიღწევა. პირველად სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში გახდა, განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის განვითარებისთვის.

ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები განათლების ყველა მიმართულებით და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება იმ პროფესიონალი გუნდის მონაწილეობით, რომელიც სამინისტროში მუშაობს. იმ სტრატეგიისა და გეგმის საფუძველზე რომელიც ამ პერიოდში ჩამოყალიბდა.

ამ ეტაპზე, როდესაც განათლების რეფორმა სისტემურად მიმდინარეობს, იმ ფონზე, როდესაც სისტემა სწორ გზაზე დგას, დარწმუნებული ვარ, პირადად ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი. სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი.

მე კი ვგეგმავ ჩემი ენერგია სისტემის გარედან დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებას და ხელს შეუწყობს განათლების სისტემის განვითარებას.

ჩემი როლი და ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული კონკრეტული მნიშვნელოვანი და დიდი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისკენ. კონკრეტული შედეგების მისაღწევად და განათლების რეფორმის მისაღწევად", - განაცხადა ბატიაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება