სიახლეები
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლაში საგრანტო პროექტის - „ჩემი სოფელი ტურისტულ რუკაზე“ დახურვის პრეზენტაცია ჩატარდა
07-11-2019
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში საგრანტო პროექტების - ჩემი სოფელი ტურისტულ რუკაზე დახურვის და მომავლის ჟურნალისტებისგახსნის პრეზენტაცია ჩატარდა.

პროექტებს მ. არახამია ხელმძღვანელობდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და პროგრამა „მომავლის თაობის“  წარმომადგენლები.

„უკვე მესამე წელია ჩვენი სკოლა ჩართულია პროგრამა „მომავლის თაობის” პროექტში. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ბევრი საინტერესო ღონისძიება. აქტიურად ჩავერთეთ პროგრამის მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო პროექტების კონკურსში და ჩვენმა პროექტმა „ჩემი სოფელი ტურისტულ რუკაზე“ მოიპოვა გამარჯვება. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა 6 თვის განმავლობაში. განვახორციელეთ ბევრი საინტერესო აქტივობები: შევისწავლეთ ღირსშესანიშნავი ადგილები, შევქმენით სოფლის რუკა, ელექტრონული წიგნი, ალბომი, დავამზადეთ ბუკლეტები, დავამონტაჟეთ ბანერი. პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეები გაეცნენ სოფლის კულტურულ მემკვიდრეობას, მის ბუნებრივ სიმდიდრეებს, და გაუზიარეს საზოგადოებას. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ გუნდური მუშაობისა და კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები, ინტერვიუს აღებისა და პრეზენტაციის უნარები.
მათ აქტიურად ითანამშრომლეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მშობლებთან, მერიის წარმომადგენლებთან, ტურისტულ სააგენტოსთან, რადიო „ათინათთან“.
ამაღლდა მოსწავლეთა ცნობიერება სოფლის ღირსშესანიშნაობებზე. უკვე შეუძლიათ გიდობა გაუწიონ დაინტერესებულ პირებს. გავიმარჯვეთ ასევე პროგრამა „მომავლის თაობის“ მიერ გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში და საჩუქრად გადმოგვეცა ნოუთბუკი.
ასევე, მცირე საგრანტო პროექტების კონკურსში გაიმარჯვა ჩვენმა პროექტმა „მომავლის ჟურნალისტები“, რომელიც მალე აქტიურ ფაზაში შევა. წარმატებებს ვუსურვებთ პროექტის განხორციელებაში თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსადა სკოლას“, - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა

23 გრადუსიანი ყინვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება... - 1-2 მარტის ამინდის პროგნოზი ცნობილია

„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე

მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს

საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება