მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ.
სპორტული ოლიმპიადა ოთხ სახეობაში ჩატარდა - გეზრბენი/კროსი, მინი ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი და ფრენბურთი.
სკოლის გოგონათა ჯგუფმა, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის მიხეილ ირემაძის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში (კროსში) პირველი ადგილი აიღო.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროექტი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ამ პროექტის დახმარებით, სასკოლო ასაკის მოზარდები აქტიურად ერთვებიან სპორტულ ცხოვრებაში, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მთლიანობაში, სასკოლო სპორტის განვითარებას. პირველ რიგში, მსურს მივულოცო გამარჯვებულ გუნდებს და მათ წარმატება ვუსურვო ქვემო ქართლის რეგიონალურ შეჯიბრებებზე“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლური სკოლა-გიმნაზიაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს