მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები აბუ დაბიში მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო გამოფენაში მონაწილეობდნენ. მათ მიერ წარდგენილმა 3-მა თემამ მათემატიკის სექციაში უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
სამივე თემა გამარჯვებულთა შორის დასახელდა და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 6-მა მოსწავლემ ოქროს მედლები დაიმსახურა.
„Expo-Sciences International (ESI) არის მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო გამოფენა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს ამ ღონისძიებას არაბთა გაერთიანებული ემირატების დედაქალაქმა – აბუ დაბიმ უმასპინძლა. 57 ქვეყნის 1 500-მა ახალგაზრდამ წარადგინა თავისი ნაშრომები ამ მსოფლიო ფორუმზე.
საქართველოს ღირსებას ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHS) 6 მოსწავლე - გვანცა გუმბერიძე, ლიზი რუაძე, მარიამ საფარაშვილი, ანა რაზმაძე, მარიამ წულუკიძე და ვაკო კაკაბლიშვილი იცავდა.
მათ მიერ წარდგენილმა სამმა თემამ მათემატიკის სექციაში უდიდესი მოწონება დაიმსახურა. სპეციალისტებმა ერთხმად აღნიშნეს მიღებული შედეგების აქტუალურობა და ასევე ნოვატორული ფორმა, კერძოდ, სამივე თემაზე გაკეთებული იყო ანიმაციები GEOGEBRA-ს დახმარებით. ცხადია, სამივე თემა გამარჯვებულთა შორის დასახელდა - ექვსივე მოსწავლემ ოქროს მედლები დაიმსახურა.
მონაწილეები საუკეთესო სასტუმრო NOVOTEL-ში ცხოვრობდნენ. ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული საექსკურსიო პროგრამები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს აბუ დაბის ყველა ღირსშესანიშნაობა: Shaikh Zayed Mosque, Heritage Area, Emirates Palace, Etihad Towers. შემდეგი ESI-2021 მექსიკის ქალაქ იუკატანში გაიმართება“, - ნათქვამია ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლური სკოლა-გიმნაზიაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს