მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის N7 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე შემოდგომის სუფრა გაშალეს, იცეკვეს, იმღერეს და ლექსები წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში დიდი ფუსფუსი და შემოდგომის არომატული სურნელი იგრძნობოდა.
„ფოთოლთა შრიალით, თათარას თუხჩუხით, მაჭრის ჩუხჩუხითა და ლაღი სუფრულით გააცილა შემოდგომა IV-ბ კლასმა. სევდიან ფოთოლცვენას მოსავლის მიღების მხიარულება შეუწყვეს და პოზიტიური გარემო შექმნეს.
გოგონებმა გემრიელი სუფრა გაშალეს, ვაჟებმა ძარღვიანი სადღეგრძელოები შემოგვთავაზეს და ერთობლივ ცეკვა-თამაშში დამსწრე საზოგადოებაც აიყოლიეს.
გარდა შემოდგომისა, მოსწავლეებმა თბილი ჩახუტებითა და მადლობით დამსახურებულ პენსიაზე გააცილეს მათი უკვე ყოფილი პედაგოგი, ჟენია მასწავლებელი და დაჰპირდნენ, რომ მის ამაგს უკვე გაზრდილები აუცილებლად დაუბრუნებენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ ის იყო, რომ მოსწავლეებმა მაყურებელს სოფლისა და იქ მცხოვრები ჩვენი ბებია-ბაბუათა მიმართ ყურადღების აუცილებლობა შეახსენეს - გავუფრთხილდით სოფლებს, სოფლებში ვენახებს, ვენახში ვაზს, ვაზთან კი ჩამუხლულ პაპას.
გავუფრთილდეთ, მოხუცებს, ტანჯვის, გაცრუებული იმედებისა და ოცნებების ამარა სოფლად დარჩენილ მოხუცებს, რადგან ისინი არიან ჩვენი ფესვი და მათ გარეშე გაგვიძნელდება არსებობა. - ეს იყო ის სევდიანი გზავნილი, რაც შემოდგომის ხალისის მიღმა იმალებოდა“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
ღონისძიება ჩურჩხელების ამოვლებით, თათარისა და სხვა სოფლის გემრიელი ნობათის დაგემოვნებით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა