სიახლეები
სიახლეები

ვინ წყვეტს როდის ჩაირთვება გათბობა ბაღში? - „რატომ ფიქრობენ, რომ ბავშვებთან ნოემბრის მზე საკმარისია, ვერ ვხვდები“
10-11-2019
-
+


ტემპერატურის კლებასთან ერთად სააღმზრდელო დაწესებულებებში გათბობის საკითხიც აქტუალური ხდება. მშობლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ბავშვები ბაღში ხშირად ცივდებიან.

აღნიშნულ პრობლემაზე etaloni.ge-ს თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი ესაუბრა. მან 3 წლის გოგონა ბაღში წელს პირველად შეიყვანა და როგორც ამბობს, შვილი უკვე სამჯერ გაუცივდა. მიზეზად კი ბაღში ავადმყოფი ბავშვების სიარულსა და მუდმივად ღია მდგომარეობაში დატოვებულ ფანჯრებს ასახელებს.

„მესმის რომ ოთახები უნდა ნიავდებოდეს და ამ ფაქტს მივესალმები, მაგრამ არ მგონია სწორი იყოს, ფანჯრების გაღება ოთახში ბავშვების ყოფნის დროს. ხომ შეიძლება როცა გარეთ გაჰყავთ ბავშვები, მაშინ გაანიავონ ოთახი? უკვე ვფიქრობ, რომ საერთოდ გამოვიყვანო ბაღიდან. ხან ღია ფანჯრების გამო ცივდება, ხან სხვა ბავშვებს მოაქვთ ვირუსები. გათბობაც არ არის ჩართული, კარგი ამინდებია და ჯერ საჭირო არ არისო, მაგრამ უკვე ნოემბერია, შენობაში ცივა. არც ისე ცხელა, რომ გათბობის საჭიროება არ იყოს. ბოლოსა და ბოლოს ჩემთან სამსახურშიც კი ჩართეს უკვე გათბობა და რატომ ფიქრობენ, რომ პატარა ბავშვებთან ნოემბრის მზე საკმარისია ვერ ვხვდები“, - განაცხადა მშობელმა.

მშობლის პრეტენზიების შემდეგ, ჩვენ დავინტერესდით ვინ არეგულირებს გათბობის ჩართვის დროს და კონტროლდება თუ არა საერთოდ, ეს საკითხი კანონით. 

ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, გათბობის ჩასართავად კონკრეტული თარიღი დაწესებული არ არის და ბაღის დირექტორის გადასაწყვეტია, როდის ჩაირთვება გათბობა. თუმცა არსებობს რეკომენდაციები და დებულებები, რაც ბაღებში ტემპერატურასა და განიავების წესებს არეგულირებს. 

ბაგა-ბაღების მოწყობის, აღჭურვისა და სანიტარული ნორმების შესახებ წესდებაში აღნიშნულია, რომ ჰაერის ტემპერატურა სასწავლო და საძილე სათავსებში უნდა იყოს 20-24 ცელსიუს გრადუსის საზღვრებში და უნდა შეესაბამებოდეს წელიწადის დროს. სკოლამდელი განყოფილებების პირველი სართულის იატაკის ტემპერატურა წლის ცივ პერიოდში უნდა იყოს არანაკლებ 22 (იატაკის გათბობა). ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების შენობებში უნდა იყოს ცენტრალური გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში არა უმეტეს 50 კაცზე.

ამასთან, წესდების მიხედვით, ოთახის განიავების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე შენობის გარეთ, ქარის მიმართულებაზე, გამათბობლის სისტემის ეფექტურობაზე და უნდა დასრულდეს 20-30 წუთით ადრე ბავშვების ჯგუფში დაბრუნებამდე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება