სიახლეები
სიახლეები

„ვფიქრობ, ტყუილად გავედი, ჩვენზე ცდებს ატარებენ“ - რას ამბობენ გამოცდების ბოლო დღეს პედაგოგები?
08-11-2019
-
+


შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდები დღეს დასრულდა. ბოლო დღეს ტესტირება ფიზიკაში, მათემატიკაში (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაში, ქიმიაში, სპორტში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩატარდა. 

როგორ ჩაიარა დასკვნითმა დღემ და ზოგადად, როგორ აფასებენ გამოცდებს? - გთავაზობთ ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტების კომენტარებს:

„ვფიქრობ, ტყუილად გავედი გამოცდაზე. ჩვენზე ცდებს ატარებენ. სისულელეა ეს გამოცდები, რეალურად მასწავლებელი რას წარმოადგენს ამით მაინც ვერ გაიგებენ“.

„საპენსიო ჯილდოზე ვაპირებდი გასვლას, მაგრამ გამოცდა ავირჩიე. ნეტა ამეღო ჯილდო და წავსულიყავი. ახალი მინისტრი გვეყოლება და შეიძლება სულ გაუქმდეს საპენსიო ჯილდო“.

„ტესტებს თავი გავართვი, მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ამით უნდა საზღვრავდნენ მასწავლებლის ცოდნას“.

„გამოცდაზე კი გავედი, მაგრამ საინტერესოა ახალი მინისტრი რას იზამს, ისევ ამ გამოცდებით გაუშვებს მასწავლებლებს თუ შეიცვლება რამე“.

„დიდი ხანია სკოლაში ვმუშაობ, საგნის ტესტები არ გამჭირვებია. ვფიქრობ, ნერვიულობა უფრო აფერხებს მასწავლებლებს ამ გამოცდაზე“.

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის  26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მე-4 კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი მიდგომით შექმნეს ორთქლმავალი

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება