მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ციხისფერდის საჯარო სკოლამ დამსახურებული და ღვაწლმოსილი პედაგოგები - ბადრი მუჯირი, ზურაბ ჭურკვეიძე, ნარგიზ სალუქვაძე და ციური სულაბერიძე საზეიმოდ გააცილეს.
მათ პატივსაცემად სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შესრულდა, მოსწავლეებმა პედაგოგებს ცეკვა და სიმღერა მიუძღვნეს, ასევე მასწავლებლებს შორის მხიარული შეჯიბრი მოეწყო.
ღონისძიებას პედაგოგთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე როზა გოგუაძე ესწრებოდა. მან პედაგოგებს სიტყვით მიმართა, საგანმანათლებლო სფეროში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და ფასიანი საჩუქრები და დიპლომები გადასცა.
იხილეთ ფოტოები
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია
2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“