მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებს მიმართავს, რაც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მოთხოვნების განხილვას ეხება.
2019 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მოთხოვნების განხილვის თაობაზე.
საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემუშავებას საფუძვლად დაედო ევროპის დონეზე არსებული ორი ჩარჩო: ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის (2008/2017) და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩო (2005), ხოლო სწავლის სფეროების კლასიფიკატორს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი.
კვალიფიკაციების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებისთვის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი პირობაა კვალიფიკაციების ხარისხის უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, 2020 წლის 30 სექტემბრამდე, უნდა წარადგინონ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან შესაბამისი, მოდიფიცირებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია სპეციალური თვითშეფასებით.
განხილვისა და მოსაზრებების შეჯერების მიზნით უნდა გაეცნონ თვითშეფასების პროექტს და 18 ნოემბრამდე გაგზავნონ მოსაზრებები შემდეგ მისამართზე: info@eqe.ge. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე - 200 220 (შიდა 35 99).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ