მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება, 13 ნოემბერს მარტვილის N1 საჯარო სკოლაში გაიმართება. მონაწილეები და მათი გულშემატკივრები ადგილზე 13:30 საათზე უნდა მობრძანდნენ.
2019-2020 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მარტვილის ღონისძიებას, ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.
მარტვილის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი - კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
იხილეთ ასევე:
მარტვილის მოსწავლეთა საყურადღებოდ
სალხინოს საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა
მარტვილის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა