მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N1 საჯარო სკოლის I კლასელებმა შემოდგომას ფერადი ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა ფერადი ფოთლებისა და ხილის გამოყენებით ლამაზი დეკორაციები დაამზადეს და შემოდგომის ერთ თბილ და მზიან დღეს სკოლის ეზოში გამოფინეს.
I კლასელებმა ლექსები მიუძღვნეს ხვავრიელ და ბარაქიან შემოდგომას და თავისი შემოქმედებით დაატკბეს შეკრებილი მოსწავლეები და მასწავლებლები.
სკოლის დირექცია ღონისძიების ხელმძღვანელს და მონაწილეებს სასიამოვნო ზეიმისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია
2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“