სიახლეები
ეტალონი

''ეტალონი'' არაა ისეთი პროექტი, სადაც გამარჯვებას მარტივად აღწევ'' - საბა საღინაძე, ''გლდანის ეტალონი მოსწავლე''
22-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''გლდანის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.   

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა.

გლდანის რაიონის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''გლდანის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს თბილისის N59 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე საბა საღინაძე დაეუფლა.

''გლდანის ეტალონი მოსწავლის'' საბა საღინაძის თქმით, ''ეტალონში'' გამარჯვების მოპოვება მარტივი არ არის:

''გამარჯვების მოპოვება გამიჭირდა. ''ეტალონი'' არაა ისეთი პროექტი, სადაც გამარჯვებას მარტივად აღწევ. ძალიან ვნერვიულობდი იმ დღეს, როდესაც ეტალონი ჩატარდა, არ ვიცოდი,  როგორ დამთავრდებოდა, რა შედეგს ავიღებდი, მაგრამ იქაურობა ძალიან მომეწონა, ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა ყველაფერი. ''ეტალონი'' ძალიან კარგი პროექტია, რადგან მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გამოამჟღავნონ თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები. როდესაც ასეთ პროექტში მონაწილეობ, თავისთავად ნერვიულობ და პასუხისმგებლობით ეკიდები, მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ, რომ შეძლებისდაგვარად არ ინერვიულონ, ეცადონ, რომ თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი გამოავლინონ და დაუჯერონ ბატონ გოჩას.''

თბილისის N59 სკოლის დირექტორი მაია ლელაშვილი გამარჯვებულ მოსწავლეს ახასიათებს და აღნიშნავს, რომ საბასგან ამ წარმატებას ელოდა:

''პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ''ეტალონი'' ძალიან კარგი პროექტია, მეორე ის, რომ ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი მოსწავლე გავიდა ფინალში. საბა ძალიან კარგი მოსწავლეა და იმედიც მქონდა და ველოდი კიდეც, რომ პირველ ადგილზე გავიდოდა. ჩვენი სკოლა მომავალშიც აუცილებლად მიიღებს ამ პროექტში მონაწილეობას. მინდა აღვნიშნო, რომ ''ეტალონში'' მონაწილეობის სურვილი ბევრმა ბავშვმა გამოთქვა და მომავალ წელს კიდევ უფრო მობილიზებულები იქნებიან მოსწავლეები. მე ვფიქრობ. რომ ''ეტალონში'' მონაწილეობა მათ ცოდნის დონეს უფრო აამაღლებს.''

''გლდანის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი საბა საღინაძე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.  

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

''ეტალონი თბილისის'' პროექტი ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანასური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება