მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში დასრულდა სასწავლო პროექტი - „ადგილი, სადაც ადრე ქალაქი იყო“. პროექტის ხანგრძლივობა მოიცავდა ორ კვირას და მასში V, VI, VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„პროექტი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი მოიცავდა ხელმძღვანელი პედაგოგისგან ლექციას ზოგადად არქეოლოგიის და ქართული არქეოლოგიის მიღწევების შესახებ, გუნდების შექმნას და ინფორმაციის მოძიება-ორგანიზებას, პრეზენტაციას ვანის ნაქალაქევის შესახებ.
მეორე ეტაპი-სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიას მარშრუტით-ჩოხატაური-ვანის ნაქალაქევი-სოფელ დიხაშხოს თერმული წყლები-კურორტი სულორი-ჩოხატაური (აქვე აღვნიშნავ- სკოლის სახელით უღრმესი მადლობა ბატონ ომარ გაბუნიას ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გიდს საინტერესო და სასიამოვნო მასპინძლობისთვის).
მესამე ეტაპი შედეგების განხილვა-შეჯამება. კედლის გაზეთისა და და სლიდ-შოუს შექმნა, რომლის საშუალებითაც ინფორმაცია მიეწოდა სკოლის სხვა კლასის მოსწავლეებს“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც