მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მათემატიკის გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ. V კლასელებმა სკოლის ეზოს ფართობი და პერიმეტრი გაზომეს.
მოსწავლეებისთვის ღია ცის ქვეშ ჩატარებული გაკვეთილი საინტერესო და სახალისო იყო.
„ბავშვებს ძალიან უყვართ ხალისიანი და შემოქმედებითი გაკვეთილები. თუ გინდა, შედეგს მალე მიაღწიო, სასურველია, მისცე მოსწავლეებს შემოქმედებითი თავისუფლება. ამ პრინციპით იხელმძღვანელა მათემატიკის მასწავლებელმა მარინა ხუციშვილმა, როცა მეხუთე კლასელებს შესთავაზა, გაეზომათ სკოლის ეზოს ფართობი და პერიმეტრი.
გაკვეთილი ჩატარდა ღია ცის ქვეშ, მოსწავლეებს მომარაგებული ჰქონდათ საზომები, დაიყვნენ ჯგუფებად და გაზომეს სკოლის ეზოს სიგრძე-სიგანე და შემდეგ დაითვალეს ფართობი და პერიმეტრი“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, გაკვეთილი ძალიან ხალისიანი და საინტერესო იყო, მოსწავლეებს კარგად დაამახსოვრდათ ფართობისა და პერიმეტრის გამოთვლის წესები.
იხილეთ ფოტოები
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია
2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“