მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N24 საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს. 1-ელ ნოემბერს საჯარო სკოლის დირექტორად ელიზბარ ბარბაქაძე დაინიშნა.
ელიზბარ ბარბაქაძე დაიბადა 1971 წლის 17 ივნისს, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ელიზბარ ბარბაქაძე არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების (მიმართულება _ მენეჯმენტი) დოქტორი.
1993 წლიდან მუშაობდა ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის № 41 საჯარო სკოლაში პედაგოგად.
2006 წლიდან მუშაობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტში მოწვეულ სპეციალისტად.
2006 წლიდან მუშაობდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ქ. ქუთაისის II საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის თანაშემწედ.
2016 – 2019 წწ მუშაობდა ქ. ზესტაფონის შპს „მომავლის ბიზნეს სკოლის" დირექტორად და პედაგოგად.
2014 – 2016 წწ მუშაობდა ქ. ქუთაისის საშუალო სკოლა შპს „ლამპარში" პედაგოგად.
2010 – 2014 წწ მუშაობდა ქ. ქუთაისის შპს „ქართულ-ევროპული" სკოლის დირექტორის თანაშემწედ და „ეკონომიკის" მასწავლებლად.
ელიზბარ ბარბაქაძეს გამოქვეყნებული აქვს 22 სამეცნიერო ნაშრომი.
„ქუთაისის N24 საჯარო სკოლის პედკოლექტივი მადლობას უხდის ყოფილ დირექტორს - ქალბატონ ელისო ჩხიტუნიძეს გაწეული მუშაობისათვის და გვწამს, რომ ახალი ხელმძღვანელი ბევრ სასიკეთო საქმეს განახორციელებს სკოლის განვითარებისათვის. მისი მრავალმხრივი ნიჭი, გამოცდილება, საქმისადმი ერთგულება არის გარანტი იმისა, რომ ურთიერთთანამშრომლობით ბევრად მრავალფეროვანი, ინოვაციური და საინტერესო გახდება სასწავლო პროცესი“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ