მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები მომავალ წელს შემოდგომაზე აღარ გაიმართება.
„წელს შემოდგომაზე გამოცდის ჩატარების მიზეზი იყო ის, რომ სახელმწიფომ 2-ჯერ მისცა მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თანამშრომლებს, რადგან უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 2 თვეში მომზადდა გამოცდები მაშინ როცა ერთი წელი იყო ამ გამოცდის მომზადების პერიოდი. როგორც წესი, ეს გამოცდები ზაფხულში იქნება“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
ცნობისთვის, პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება, მასწავლებლობის მსურველებს კი საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება წელს მეორედ მიეცათ. 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდა. პირველადი მონაცემებით, 26 600-მდე აპლიკანტიდან ტესტირებაზე გამოცხადდა 80%-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.
ტესტირება მთელი საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში გახსნილ 13 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობდა. პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა