მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი" განიხილა.
შეხვედრას საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგები ესწრებოდნენ.
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა.
სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ მადლობა გადაუხადა ბავშვთა უფლებათა კომიტეტს ემპათიური კანონპროექტის შექმნისათვის. მისი თქმით, ერთი თვის წინ აღნიშნული კანონპროექტი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის შეხვედრაზე განიხილეს და ბავშვთა მოსაზრებებიც გააცნო საზოგადოებას.
განხილვის დასასრულს სკოლის დირექტორმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გენადი მარგველაშვილს, სკოლის მოსწავლეთა ხელით შექმნილი თექის ნამუშევრები გადასცა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ