მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ -ის ფარგლებში, ახალციხის სასპორტო სკოლაში საჯარო სკოლების მოსწავლეები, გოგონები და ვაჟები ერთმანეთს ფრენბურთში შეეჯიბრნენ.
ვაჟებში პირველ ადგილზე ახალციხის მუნიციპალიტეტის, საძელის სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი ვალის №1 სკოლის გუნდმა დაიკავა. რაც შეეხება გოგონებს, პირველი ადგილი ანის სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი ახალციხის №3 სკოლის გუნდს ხვდა წილად.
გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სიგელებით, თასებითა და მედლებით დააჯილდოვა.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ -ის მუნიციპალური თამაშები გაიმართება აგრეთვე კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და ბადმინტონში.
გამარჯვებული გუნდები რეგიონულ და ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებენ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ