მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მე-10 ბ კლასის მოსწავლე, ანი წითელიშვილი, ქუთაისში „ნატოს დღეების“ ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო.
„ნატოს დღეები“ არის საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებასთან მიმდინარეობს ინტენსიური დიალოგი ნატოს და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.
სხვადასხვა საინფორმაციო და შემეცნებითი ღონისძიება დაგეგმილია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს 10 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და იმერეთი).
2019 წლის ოქტომბერში „ნატოს დღეები“ საქართველოში უკვე მეთორმეტედ გაიმართა. „ნატოს დღეების“ მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.
საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე.
„ნატოს დღეები“ საქართველოში სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ