მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში დამსახურებული და ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილების ღონისძიება ჩატარდა.
ახალსოფლის საჯარო სკოლამ დამსახურებული და ღვაწმოსილი პედაგოგები: ლიანა აბაშიძე, ლიანა ჩხარტიშვილი, ნუნუ მგელაძე, ჟუჟუნა კობალაძე, ნათელა სურმანიძე, ანზორ მიქელაძე, ეთერი დიასამიძე, ლუთბიე შალიკაძე საზეიმოდ გააცილა.
პედაგოგების პატივსაცემად სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით სხვადასხვა სახის მუსიკალური ნომერი და ცეკვები შესრულდა.
ღონისძიებას ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნევრესტან დიდმანიძე ესწრებოდა.
სკოლის დირექტორმა ტარიელ მიქელაძემ პედაგოგებს საგანმანათლებლო სფეროში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისათვის, ახალგაზრდა თაობის აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეში მადლობა გადაუხადა, გადასცა ფასიანი საჩუქრები და დიპლომები.
დამსახურებული პედაგოგები სკოლის საპატიო წიგნში შეიტანეს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ