მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის პირველადი შედეგები ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ტესტების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია და აპელაციაზე განაცხადების მიღება ყველა საგნის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.
„მას შემდეგ რაც ყველა საგნის შედეგი გახდება ცნობილი დაიწყება აპელაციის პროცესი, ამიტომ მასწავლებლები ყურადღებით უნდა იყვნენ, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, როცა ეს პროცესი დაიწყება, რადგან აპელაციის გასაკეთებლად მათ შეზღუდული დრო ექნებათ“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
რაც შეეხება გამოცდებზე გამოყენებული ტესტების სირთულეს, ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, ნოემბერში ჩატარებული ტესტები იგივე სირთულის იყო, რაც ზაფხულის გამოცდის ტესტები.
„შეგიძლიათ მასწავლებლებსაც ჰკითხოთ, ტესტები გართულებული ნამდვილად არ ყოფილა“, - აღნიშნა გორგოძემ.
ცნობისთვის, პრაქტიკოსი პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველისთვის ტესტირება მთელი საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში გახსნილ 13 საგამოცდო ცენტრში ჩატარდა. საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. წელს პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება, მასწავლებლობის მსურველებს კი საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება მეორედ მიეცათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა