მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის IXა და IXბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლებთან ნუნუ ხურციძესთან და თამთა გაჩეჩილაძესთან ერთად, ასევე სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ვახტანგ შარადენიძესთან ერთად პროექტ „ჩვენ ვირჩევთ პროფესიას“ ფარგლებში მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკას - „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრს“ ეწვივნენ.
მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწია „საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა კახა ნურალიძემ, რომელსაც რამოდენიმე დღის წინ ეროვნული აკადემიის საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა.
„ჩვენ ვულოცავთ მას ამ დიდი წარმატებას და მადლობას ვუხდით დღევანდელი დღისათვის. მოსწავლეებისათვის ბატონი კახას მინი ლექცია, რჩევები, მეგზურობა კლინიკის ლაბორატორიებსა და დარბაზებში დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო.
„საერთაშორისო სამედიცინო ცენტრისთვის“ მთავარი პრიორიტეტია პაციენტებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდება, რის საშუალებასაც იძლევა როგორც პროფესიონალთა გუნდი, ასევე უნიკალური და თანამედროვე აღჭურვილობა.
მოსწავლეები გაეცვნენ უახლესი აპარატურის ფუნქციებსა და გამოყენების წესებს. ნახეს თუ როგორ ხდება რენტგენოგრაფია - უახლესი თაობის ციფრული რენტგენის საშუალებით, ქალა-სარქვლის პოსტოპერაციული და პოსტტრავმული ძვლოვანი დეფექტების პლასტიკა 3D მოდელირებული ტიტანის ფირფიტებით, დაათვალიერეს emergency-ის განყოფილება, ობსერვაციის, საოპერაციო, ექოსკოპიისა და შოკის დარბაზი. გაეცვნენ ახალგაზრდა ოფთალმოლოგს ოთარ დეკანოიძეს, ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელს თამთა კუჭუხიძეს. ასევე საინტერესო და სასიხარულო იყო ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების ცნობილი ექიმების ბადრი წიქარიშვილის („საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის“ ნეიროქირურგიულ დეპარტამენტი), ალექსანდრე ცირეკიძის (ბარიატრიული ქირურგი) წარმატებებისა და ღვაწლის შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
ბატონმა კახამ ამომწურავად მიაწოდა ინფორმაცია მოსწავლეებს ექიმის პროფესიის შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ დაეხმარებათ მათ პროფესიის არჩევისას მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა უამრავ საინტერესო კითხვაზე მიიღეს პასუხი და კლინიკიდან მდიდარი შთაბეჭდილებებითა და დადებითი ემოციებით აღვსილნი დაბრუნდნენ შინ“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც