მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლას ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის როკითის საჯარო სკოლის ეკო-კლუბი სტუმრობდა, ბაღდათის სკოლა აღნიშნული კონკურსის 2019 წლის გამარჯვებული სკოლაა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა საინტერესოდ და სასიამოვნოდ წარიმართა. სტუმრების ძალიან მოეწონათ ლეციცხვაიეს უძველესი სკოლა, განსხვავებული ინფრასტრუქტურა, ხის მოაჯირებიანი ღია დერეფანი, რომელიც გარს აკრავს მთელ სკოლას.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებზე, გაცვალეს და გაუზიარეს აზრები ერთმანეთს. მათ ერთად გაიარეს ნიკო კეცხოველის გზა, დალაშქრეს ბალდის და მარტვილის კანიონები.
„კანიონის ტერიტორიაზე ეკო-კლუბელებმა დააფიქსირეს კოლხური ტყის უნიკალური სახეობები: წაბლი, უთხოვარი, მუხა, ძელქვა, კუნელი და ბზის მთლიანად განადგურებელი ასწლოვანი ეგზემპლარები, რომელიც ბზის ალურას მავნე მოქმედებს შედეგია. გზად მცირე დანაგვიანებული ადგილიც დაასუფთავეს და სანაგვე ურნაში ჩაყარეს.
მარტვილის კანიონში ეკო-კლუბელებს მეგზურობა რეინჯერმა ეკა ბაჩილავამ გაუწია. ნახეს დადიანების ბილიკი, კირქვის ბუნებრივი ხიდები, გადასახედი პლატფორმები, ჩანჩქერები, განმარხებული ნიჟარები და ზღვის ზღარბები. კანიონის ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში მოიმატა წავების და მდინარე აბაშის წყალში კალმახების და წვერების რაოდენობამ. ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია ნიკო კეცხოველის გზის საირმე -ბაღდათის გავლა“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ