მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N24 საჯარო სკოლის პედაგოგთა ჯგუფი, მათივე თხოვნით, თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებამ მუზეუმებში მიიწვია.
პედაგოგებმა მოინახულეს ილია ჭავჭავაძის, ვახტანგ ჭაბუკიანის, მერაბ კოსტავასა და ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმები.
„საოცარმა გარემომ, პროფესიონალი გიდების მიერ ამომწურავად გადმოცემულმა უზღვავმა მასალამ, შთამბეჭდავმა ინფოტურმა და უნიკალურმა ექსპონატებმა ძალიან სასიამოვნო, შემეცნებითი და ემოციურად დატვირთული გახადა ეს დღე.
პედაგოგებმა ამ ვიზიტისას დაინახეს, თუ რა არის თბილისის მუზეუმების გაერთიანების მთავარი პრიორიტეტი, კერძოდ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულება, რომლის მიზანიც სამუზეუმო ფონდების აქტიური გამოყენება და საგანმანათლებლო რესურსად ქცევაა.
სკოლის დირექცია და პედაგოგთა ჯგუფი დიდ მადლობას უხდის თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ასეთი შთამბეჭავი დღისთვის და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საინტერესოდ დაგეგმონ და გონივრულად გამოიყენონ ეს მნიშვნელოვანი სივრცეები მომავალი თაობების აღზრდა-განვითარების საქმეში“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც